გამაჯერებლი ულუნი „სი ცზი ჩუნ“ (მარადიული გაზაფხული), დამუშავების პროცესში ნაკვერჩხალზე აცხობენ.
მშრალ მდგომარეობაშ: წვრილი მუქი-ყავისფერი დახვეული ჩაის კვირტები. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ხის შებოლვის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მოწაბლისფრო.
მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი, სანელებლის, ხის, ყავის, თხილის, ბოლის და ხილის ნოტებით. სურნელი თბილი, სანელებლიან-თხილისებრი, შებოლვის ნოტებით. გემო მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, შოკოლადის მსუბუქი სიმწარით, ხილის სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით.
დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 100 მლ ცხელი 95 გრადუსის წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 30 წამი, შემდეგ 10-წამიანი ექსპოზიციიდან დაწყებული გაზარდეთ დაყენების დრო 2 წუთამდე. უძლებს 10 დაყენებას.
მშვენიერი არჩევანი გუნფუჩა-ს ცერემონიისათვის. მოქმედება გამათბობელი, მატონიზერებელი.