ნანტოუ გაბა ჩა ულუნი

დაყენების ტემპერატურა: 90-95°C

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 9-10

ჩაის რაოდენობა: 4-5 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: მოტკბო, კენკრის მსუბუქი სიმჟავით

მწარმოებლის პროვინცია: ნანთოუ

ფორმა: ფხვიერი

„გაბა ულუნი“ ნანთოუს მაღალმთიანი რეგიონიდან. დამუშავების პროცესში ჩაის ფოთოლმა გაიარა მრავალ-ეტაპობრივი ფერმენტაცია ვაკუუმში და ზომიერ ცეცხლზე (მიმქრალ ნაკვერჩხალზე) ხანგძლივი გაშრობა.

მშრალი სახით:მუქი ყავისფერი, საშუალო ზომის კვანძები პატარა კლერტებით. არომატი გაჯერებული, სანელებლის და ბისკვიტის. ნაყენი გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი. მზა ჩაის ბუკეტი თბილი, მრავალწახნაგოვანი, ხილის და სანელებლის, ბისკვიტის, კარამელის და კენკრის ნოტებით.

არომატი თბილი და ნაზი, ხილის-სანელებლის, გემო დელიკატური და რბილი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, კენკრის მსუბუქი სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით. ტოვებს სასიამოვნო და გამახალისებელ გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსის წყალში გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში, რომელიც ძლიერ ფერმენტირებული ულუნებისთვისაა განკუთვნილი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველი ნაყენი გადაასხით, შემდეგ დაიწყეთ 2-3 წამიანი ექსპოზიციით და მიიყვანეთ დაყენების 3 წუთამდე. შეგიძლიათ 10-ჯერ დააყენოთ.

მშვენიერი მაღალმთიანი გაბა კლასიკური გემო-სურნელის პროფილით. ხსნის დაძაბულობას და დაღლილობას, ადუნებს სხეულს და რეალობის აღქმას ახალისებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *