ორიგინალური ტაივანური „შავი ჩაი ბერგამოტით“ დამზადებულია ტაივანის კუნძულის ცენტრალურ პროვინცია ნანთოუში. ზაფხულის ჩაის ნაკლებად საინტერესო ბუკეტი აქვს გაზაფხულის ან შემოდგომის მოსავალთან შედარებით, მაგრამ ტანინების შემცველობით ზაფხულის ჩაი ლიდერობს. ამიტომ მას ტრადიციულად წითელი ჩაის დამზადებისთვის იყენებენ. ტანინები ჩაის გემოს სიღრმეს და სიმწკლარტეს ანიჭებენ. ბუკეტის მაღალი ნოტების „შესავსებად“ მზა ჩაიში ამატებენ ბერგამოტის ქერქს (Citrus bergamia). ეს ჩაის ბუნებრივი არომატიზაციის ერთერთი იშვიათი და საუკეთესო დანამატია, რომელიც ჩაის ბუნებრივ გემოს ამდიდრებს და ავსებს.
მშრალ მდგომარეობაში – საშუალო ზომის ღვინისფერ-მოყავისფრო ფოთლების ხვეულები და ბერგამოტის ქერქის წვრილი ზოლები. მშრალი ჩაის არომატი ღვინოს და თაფლს მოგვაგონებს, ციტრუსების ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მუქი ქარვისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, ღრმა, ღვინისებრ-თაფლოვანი, ციტრუსების, ბისკვიტების და ხილის შაქარლამის ნოტებით. გემო წვნიანი, რბილი, მსუბუქი, აბრეშუმივით, მოტკბო-მომჟავო. მაღალ კონცენტრაციაში სასიამოვნოდ მწკლარტე. ხილის ინტენსიური სურნელი. სასიამოვნო, გამახალისებელი, ხანგრძლივი შეგრძნებით.
დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში, რომელიც წითელი ჩაიებისთვისაა განკუთვნილი ან ფაიფურის გაივანში. პროპორცია: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 9-10 დაყენებამდე.
მშვენიერი არჩევანი იმ შემთხვევაში თუ გსურთ რამე არაორდინალური, და ამასთან ერთად მეგობრული და მარტივი. მოქმედება გამათბობელი, მატონიზირებელი, გამამხნევებელი. ხსნის დაღლილობას და დაძაბულობას, ამძაფრებს რეალობის აღქმას და ხელს უწყობს ურთიერთობას.