ტაივანის დაპრესილი წითელი ჩაი „ბუდას ხელი“ დამზადებულია ფოშოუს ჯიშის ჩაის ბუჩქის ფოთლებისაგან.
300-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იოლად ტყდება. გადატეხის ადგილას: მუქი-ყავისფერი ფოთლების ხვეულები წვრილი კლერტებით. არომატი თავშეკავებული, ხილის და მექრნის. ნაყენი გამჭირვალე, მუქი ქარვისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, თბილი, ხილის და მერქნის, თაფლის, ბისკვიტების და სანელებლების ნოტებით. არომატი სქელი და ღრმა, ხილის და სანელებლების. გემო წვნიანი, მკვრივი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, მსუბუქი სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით. ტოვებს გამაცოცხლებელ, წვნიან გემოს.
დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში, გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას.
კარგი არჩევანია ყოველდღიური ჩაის სმისთვის – მკვეთრი, წვნიანი და ძალზე სურნელოვანი. მოქმედება გამათბობელი და მატონიზირებელი.