„ ჩრდილოეთის ჩამჩა, ბახალისებრი სურნელი“ დამზადებულია ბეი დოის ჩაის ბუჩქის გაზაფხულის ყლორტებისაგან, უიშანის ბუნებრივ ნაკრძალში. დამზადების პროცესში გამოყენებულია საშუალო ფერმენტაცია და ზომიერი ცეცხლი. არანაირი დამატებითი არომატიზატორი არაა გამოყენებული.
მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, მოღუნული, მუქი-ყავისფერი ხვეული ფოთლები. სურნელი თბილი, პურის-სანელებლების. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშისფერი.
მზა ჩაის ბუკეტი თბილის, პურისებრ-სანელებლიანი ყვავილების, ხის და ბისკვიტის ნოტებით. გემო ნატიფი, რბილი, ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, სანელებლების ნიუანსებით. სურნელი მრავალწახნაგოვანი, ღრმა და თბილი. ტოვებს წვნიან გემოს.
მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში, რომელიც განკუთვნილია ძლიერად-ფერმენტირებული ულუნებისთვის, ანდა გაივანში და დაასხით 95 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალი. დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. უძლებს 7 დაყენებას.
მშვენიერი საცერემონიო ჩაი რბილი, მოცულობითი გემოთი და გამათბობელი, მოსადუნებელი ზემოქმედებით.