და ხუნ პაო ცინ სიანი

დაყენების ტემპერატურა: 95-100°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 9-10

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ქლიავის, გარგარის ჩირის, კარამელის ძლიერი ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: უიშანი

ფორმა: ფხვიერი

სამზრეთ ფუცზიანის ყველაზე სახელგანთქმული დახუნპაოს ბრენდი – დიდი წითელი ხალათი, უიშანის ჩაის სიმბოლო. მშრალი სახით, ეს არის მუქი-შინდისფერი, მსხვილი ფოთლები, წითელი და მოიისფრო ელფერით. არომატი – ინტენსიური, ცეცხლოვანი, სანელებლებიანი. ნაყენი – გამჭვირვალე, მოოქრო-მოყავისფრო თაფლისფერი.

ჩაის ბუკეტი – კლასიკური ჰარმონიული გამზადებული ჩაის ბუკეტი აერთიანებს უიშანის კლასიკურ მელოდიას, რომელშიც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ყვავილების სურნელი და კლდეების სიდიადე. პირველი ტალღა საოცრად ნათელია: გემო მკრვრივი და ძლიერი, ქლიავის, გარგარის ჩირის, კარამელის ძლიერი ნოტებით. გემო – წვნიანი და ტკბილი. მეორე ტალღა – სურნელოვანი და ცხელია, მაგრამ, შემდგომ იძენს ზეთოვან სირბილეს, ისახება მუსკატისა და დარიჩინის ნოტები, ასევე ქიშმიში და ჯონჯოფილი. მესამე ტალღა ჰაეროვანია, მიხაკის, ნაზი ლეღვისა და ასკილის არომატი სუსტდება და უფრო წააგავს ორქიდეას.

და ჰუნ პაოს დაყენება საჭიროა გუნქფუჩას ყველა კანონის გათვალისწინებით – ჩაიდანი, აუცილებლად უნდა იყოს განკუთვნილი ძლიერ-ფერმენტირებული ულუნისთვის და დამზადებული ფაიფურის ფორიანი თიხისგან. ჩაი ეზავება 95-100°С -მდე გაცხელებულ წყალს. სასურველია, ფინჯანი იყოს დიდი ზომის და სქელი კედლებით. შესაძლებელია, იგი აავსოთ სულ 2/3-ით, რადგან არ დაიწვათ თითები, ამბობენ, ხალათი არაჩვეულებრივია, როდესაც მიირთმევთ ცხელად. ჩაისა და წყლის პროპორცია შეადგენს 5-6 გრამს 100 მილილიტრ წყალთან. წყლის პირველი 5 დამატებისას, არ საჭიროებს დაყენებას. შემდგომ მიირთვით ექსპოზიციის გაზრდით. მოცემულ პროპორციებში, ინარჩუნებს გემოსა და არომატს 9 დაყენების განმავლობაში.

შეუდარებელი, უნაკლო, რესპექტაბელური ჩაი, რომელსაც გაუგებს ის ადამიანიც კი, რომელიც არც ისე გარკვეულია ჩაის საქმის ნიუანსებში, თუმცა უყვარს და აფასებს ცხოვრებისეულ სიამოვნებებს. კონკრეტულად ეს სახეობა, თავისთავად უნდა იყოს კოლექციის საპატიო წევრი. მით უმეტეს, რომ იგი ინარჩუნებს ხარისხს 1, 2 ან მეტი წლის განმავლობაში. ეს არის კლასიკა, რომელიც არასოდეს დაკარგავს აქტუალობას, თუმცა ყოველი ახალი დალევისას ტოვებს სხვადასხვა შთაბეჭდილებას, კონკრეტული მომენტიდან გამომდინარე. დაიწყეთ დღე და ჰუნ პაო-დან და ეს დღე იქცევა დაუვიწყარ, განსაკუთრებულ და განსხვავებულ თავგადასავლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *