და ხუნ პაო # 100500

დაყენების ტემპერატურა: 90-95°C

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 6-7

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

მწარმოებლის პროვინცია: უიშანი

ფორმა: ფხვიერი

„დიდი წითელი ხალათი“ – უიშანის ულუნებიდან ყველაზე ცნობილი, ემ რეგიონის სიმბოლო. დამუშავების პროცესში და ხუნ პაო 100500-მა გაიარა მრავალჯერადი დახვევა, ძლიერი ფერმენტაცია და მაღალი ცეცხლი. მშრალ მდგომარეობაში საშუალო ზომის და მუქი ყავისფერი ხვეული ფოთლებია.

მშრალი ჩაის სურნელი თბილი, პურისებრ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ველური თხილის ელფერით. მზა ჩაის ბუკეტი თბილი, გამოკვეთილი, მრავალფეროვანი, პურისებრ-სანებლიანი კენკრის, კარამელის, ვანილის და ორცხობილას ნოტებით. სურნელი გაჯერებული, პურისებრ-ყვავილოვანი, ხანგრძლივად ჩერდება გაციებული ჭურჭლის კედლებზე. გემო საკმაოდ მკვრივი, რბილი, ზეთოვანი, ოდნავ მოტკბო, ოდნავ ტანინიანი ხდება თუ მაღალი კონცენტრაციაა ჩაის. ტოვებს  სასიამოვნო, ქორფა გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსის წყალზე ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ან გაივანში. პროპორციები: 5-6 გრ 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 6-7 დაყენებას.

გამოდგება ასევე ერთჯერადი დაყენებისთვის ჭიქაში, ტიპოთში ან თერმოსში (1.5-2 გრ 300 მლ წყალზე). მშვენიერი საბიუჯეტო ჩაი ყოველდღიურად დასალევად.

შეიძლება ითქვას რომ ეს ჩაი სხვა, ძვირფასი, საცერემონიო და ხუნ პაოს მსუბუქი ვერსიაა – საკმაოდ მკვრივი, რბილი და მრავალფეროვანი. ზემოქმედება გამათბობელი, მსუბუქად მატონიზირებელი და სამედიტაციო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *