„დიდი წითელი ხალათი“ – უიშანის ულუნების ყველაზე ცნობილი სახეობნაა, დიდი ხნის წინ გახდა ამ რეგიონის სიმბოლო. დამუშავების პროცესში გაიარა მრავალჯერადი დახვევა, ძლიერი ფერმენტაცია და მაღალი ცეცხლი. მშრალ მდგომარეობაში საშუალო ზომის მუქი ყავისფერი ხვეულებია.
მშრალი ჩაის სურნელი თბილი, ინტენსიური, პურისბრ-სანებლიანი ყვავილების ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, წაბლის ელფერის. მზა ჩაის ბუკეტი თბილი, მკვეთრი, პურისებრ-სანებლიანი თამბაქოს, სახლის ორცხობილას, მზეზე გამთბარი ქვის, ყვავილების და კენკრის ნოტებით. სურნელი გაჯერებული, პურისებრ-ყვავილოვანი. გემო მაგარი, მრავალფეროვანი, ცვალებადი – რბილი და ზეთოვან-მოტკბო დასაწყისში და სასიამოვნო-ტანინიანი ბოლოსკენ და გარდამავალი გამაგრილებელ წვნიან გემოში.
დააყენეთ 95 გრადუსის წყალზე ზლიერად ფერნებტირებული ულუნებისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ან გაივანში. პროპორციები 5 გრამი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით და ექსპოზიციის გადიდებით, უძლებს 6-7 დაყენებას.
მშვენიერი საბიუჯეტო და ხუნ პაო ყოველდღიური ჩაის ცერემონიისათვის – მაგარი, წვნიანი, მრავალფეროვანი. ზემოქმედება გამათბობელი, იოლად დაგამშვიდებთ, კარგია მედიტაციისათვის.