“დიდი წითელი ხალათი – დაჭრილი ფოთოლი” არის ქვეპროდუქტი, რომელიც მიიღება მაღალი ხარისხის “და ჰუნ პაოს” დალაგების გზით. მშრალი ფორმით – შინდისფერი-ყავისფერი ფოთლების ფრაგმენტები და სხვადასხვა ზომის კალმები. მშრალი ჩაის არომატი თბილია, ყვავილების და ჩირების ელფერით. ინფუზია არის გამჭვირვალე, წაბლისფერი ნათელი ჩრდილით.
გამზადებული ჩაის ბუკეტი თბილი, სანელებლებიანი პურის, ყვავილების, კენკრისა და ტყის ნოტებით. არომატი – მდიდარი, მრავალფეროვანი. გემო – ძლიერი, წვნიანი, ნაზი, მოტკბო, ოდნავ ცხარე. დალევის შემდეგ აგრილებს.
მისი გახსნა სასურველია 95°С -მდე გაცხელებულ წყალში. აყენებენ გეივანში, ტიპოტში ან ფინჯანში. წყალთან შეზავების პროპორცია: 5-6 გრამი, 100 მილილიტრთან. სვამენ წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. წვრილი ფრაქციის მიუხედავად, ძალიან კარგად უძლებს 10 დაყენებას.
უმაღესი ხარისხის ბიუჯეტური ჩაი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. ხსნის დაღლილობას, ნერვულ დაძაბულობას, ანათებს გონებას, ათბობს და ადუნებს სხეულს.
1 კომენტარი