და ჰუნ პაო #900

დიდი წითელი ხალათი – უიშანის ჩაის სიმბოლოა. თავისი ათასწლოვანი ისტორიით ჩაი, რომელიც იზრდება ტიან სინ სი მონასტრის დასავლეთით ცზიულუნკაში („ცხრა დრაკონის თავშესაფარი“), იცვლიდა სახელს და დამუშავების წესებსაც მაგრამ ყოველთვის ინარჩუნებდა შესანიშნავ გემოსა და სამკურნალო ზემოქმედებას.

ამ ჩაის ხის ნორჩი კლერტები პორფირისფერ-მოწითალოა, და განთიადისას, როცა მათ მზე ანათებს ტერაკოტის ფერი კლდეების ფონზე, ალისფერის სხვადასხვა ფერის ელვარება განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს. ამ ჩაის თავდაპირველი სახელი იყო ცი დანი ანუ არაჩვეულებრივი ცინაბარი (ალისფერი მინერალია, რომელიც შედიოდა დაოსური „უკვდავების აბების“ შემადგენლობაში) მაგრამ მოგვიანებით ამ სახელმა ტრანსფორმირება განიცადა და იქცა დიდ წითელ ხალათად. ამ სახელთან დაკავშირებით ბევრი ლეგენდა არსებობს. დაწყებული ისტორიით, რომ ვინმე სტუდენტი დინ სიანი მიემართებოდა იმპერატორის გამოცდების ჩასაბარებლად, გზად კი მზის დარტყმა მიიღო.  ზემოთ ხსენებული მონასტრის ერთმა მონაზონმა იგი განკურნა ამ ჩაის დახმარებით. ჩააბარა რა გამოცდები „ჩჟუან იუნის“ თანამდებობაზე, რომელსაც სტატუსით შეესაბამებოდა დრაკონის გამოსახულებიანი დიდი წითელი ხალათი, დინ სიანმა მოისურვა ბუდისთვის მადლიერების ნიშნად დაბრუნებულიყო მონასტერში. მან მიართვა თავისი ხალათი მონაზონს, რომელმაც მას ეს ჩაი შეასვა. მაგრამ, მონაზონმა როგორც ჭეშმარიტმა ბუდისტმა მოკრძალებით უარჰყო საჩუქარი. მაშინ უკვე იმპერატორის მოხელემ ხალათი ჩაის ბუჩქებს გადააფარა. არის კიდევ სხვა ვერსიებიც, რომლებშიც სტუდენტის ნაცვლად თვითონ იმპერატორია, და ასევე არის ისტორია საგანგებოდ გაწვრთნილ პატარა მაიმუნებზე, რომლებიც დაცოცავდნენ კლდეებზე ჩაის მოსაძებნად, და შორიდან შესამჩნევი რომ ყოფილიყვნენ …მათ პატარა წითელ ხალათებს აცმევდნენ.

მშრალი სახით – მსხვილი, მჭიდროდ დახვეული ფოთლებია მუქი ბორდოსფერი და ჭაობის ფერებით. არომატი თბილი, სანელებლიანი, პურის, ყვავილების და შოკოლადის ნოტებით. ნაყენი გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი საუცხოოა – ის აერთიანებს „კლდის სიმტკიცესა და ყვავილების სურნელს“. ჩაის სმის პროცესში ერთმანეთ ენაცვლებიან ხილის, პირის, თხილის და კენკრის ნოტები, სანელებლებისა და შოკოლადის, ყვავილოვანი და მერქნისეული ნიუანსები. შესანიშნავი, ღრმა არომატი. გემო მაგარი და წვნიანი, აბრეშუმისებრი, საოცარი კენკროვანი სიმჟავით, სანელებლების სიცხარით და გამახალისებელი გემოთი ბოლოში.

და ჰუნ პაოს დაყენება აუცილებელია გუნფუჩას ყველა წესით – ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლერ ფერმენტირებული ულუნებისთვის, 95-100 გრადუსიანი მდუღარე წყლით. წყალთან ჩაის პროპორციები დამოკიდებულია პირად არჩევანზე, საშუალოდ შეადგენს 6-8- გრამს 120 მილიგრამზე. დაყენება იწყება 10 წამიდან და დროს თანდათანობით ზრდიან 2 წუთამდე, უძლებს 8-9 დაყენებას.

ელეგანტური, რესპექტაბელური ჩაი, მათთაც კი მოეწონება, ვინც ნაკლებად ერკვევა ჩაის ნიუანსებში მაგრამ უყვარს და აფასებს ცხოვრებაში ყველაფერ კარგს. ეს კლასიკაა და მუდამ აქტუალურია, მაგრამ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ოდნავ განსხავებულად ჟღერს, რეზონირებსა რა რეალობასთან. იწვევს შინაგან კომფორტისა და სიმშვიდის შეგრძნებას, სწრაფად აწონასწორებს ემოციურ ფონს, გონებას ანათებს და სხეულს ადუნებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.