იუე მინ სიან

ორიგინალური კლდის „ნათელი მთვარის არიმატის“ ისტორია იწყება ციური გულის მონასტერში, ტიან სინ სი. ტრტადიციით, წყაროს წყალზე დაყენებულ ახალ ჩაის მიირთმევენ მონაზვნები და სტუმრები, რომლებიც იკრიბებიან სავსე მთვარით ტკბობის ცერემონიაზე შუა შემოდგომიოს დღესასწაულზე, რომელიც ჩინეთის ერთერთი მთავარი საკალენდარო დღესასწაულია. მაგრამ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ჩაის განვითარების საქმეში, ყველაზე წარმატებული ჯიშები მეზობლების აღიარებას მოიპოვებენ და დამუშავების ტექნოლოგიასთან ერთად ვრცელდებიან თავის მშობლიური კუთხის გარეთ. დღეს „ნათელი მთვარის არომატი“ მზადდება მრავალ ჩაის მეურნეობაში, რომლებიც განლაგებულია სამონასტრო პლანტაციების სიახლოვეს.

მშრალი სახით – მუქი ყავისფერი ფოთლების მსხვილი გრეხილები. არომატი თბილი, მერქნის-პურის. ნაყენი გამჭვირვალე, ოქროსფერი ნუშის ღია ტონალობით.

მზა ჩაის ბუკეტი თავშეკავებული, ნატიფი, მერქნის, პურის და ყვავილების ნოტებით. არომატი ნაზი, ელეგანტური. გემო ნაზი, სუფთა, მსუბუქი, მუხის ხის ხავსის, ნამცხვრის და მშრალი კენკრის ნიუანსებით. ტოვებს შესანიშნავ გამომაცოცხლებელ შეგრძნებას.

დაყენება – ისინის წითელი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლიერ ფერმენტირებული ულუნებისთვის ან სქელ კედლიან გაივანში 95-100 გრადუსიანი მდუღარე წყლით. დაყენების თანაფარდობა: დაახლოებით 6გრ 120მლ-ზე. პირველი დაყენების წყალი უნდა გადაისხას, შემდეგ ექსპოზიცია იწყება 3-5 წამიდან და თანდათან დაყენების დრო ხანგრძლივდება 3 წუთამდე, შესაძლებელია 9-10 ჯერ დაყენება. მიუხედავად ღია ფერის, გამჭვირვალე ნაყენისა, ჩაის გააჩნია საკმაოდ სქელი სხეული და სწრაფად დგება. ამიტომ არ არის მისი დიდხანს დაყენება რეკომენდირებული რათა ზედმეტი დაყენებით არ გაფუჭდეს მომხიბლავი ნაზი გემო.

შესანიშნავი ჩაი ცერემონიებისთვის, ელეგანტური, მედიტაციური. აღქმისთვის გვიხსნის ტრანსცენდეტული სილამაზის სამყაროს, მაღალ გრძნობებსა და ფაქიზ ესთეტიურ დამოკიდებულებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.