იუნლუნ ბეიდოუ

ულუნი „ბეი დოუ“ („ჩრდილოეთ ჩამჩა“) იუნლუნის ჩაის მეურნეობიდან (რბილი ცეცხლი).

მშრალ მდგომარეობაში: მოღუნული, ყავისფერი საშუალო ზომის დახვეული ფოთლებისაგან. სურნელი ინტენსიური, თბილი, სანელებლის-ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, მრავალწახნაგოვანი, სანელებლის-ბისკვიტის, ბალახის, ხის, ყვავილების, თხილის და ხილის ნოტებით. სურნელი მრავალფეროვანი, ღრმა და თბილი. გემო წვნიანი, რბილი და გლუვი, მოტკბო, სანელებლიანი, ოდნავ მწკლარტე, მინერალური ნოტებით და ტოვებს ხანგძლივ, დასამახსოვრებელ გემოს.

მოათავსეთ  ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 5-7 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 6-7 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი გუნფუჩა ცერემონიისათვის. განსაკუთრებით რეკომენდირებულია ფრიალო კლდის ულუნების მოყვარულთათვის, ვინც აფასებს ამ ჩაის ნაზ, ყვავილოვან გამას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *