ლანჰუა ფენ ჟოუ გუი

ლანჰუა ფენ (ლოტოსის პიკი) უიშანის ულუნების მოყვარულთა შორის ცნობილია როგორც საკულტო ადგილი, სადაც ფრიალო კლდეებს შორის მიწის ვიწრო ზოლებზე იზრდება საუკეთესო ჩაი.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ფოთლების ყავისფერი ხვეულები. სურნელი ინტენსიური, თბილი, სანელებლიან-ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, მუქი ქარვისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, მრავალწახნაგოვანი, პურისებრ-სანელებლიანი, ხის ფიჭის, შემწვარი ტოსტების და გამომცხვარი ხილის ნოტებით. სურნელი მრავალფეროვანი, სქელი და თბილი. გემო რბილი, მკვრივი და გლუვი, მოტკბო, ოდნავი სიმწკლარტით, მინერალების ნოტებით. ტოვებს ხანგძლივ დასამახსოვრებელ გემოს.

მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 90-95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე 5-7 წამი გააჩერეთ, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. უძლებს 6-7 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი გუნფუჩას ცერემონიისათვის – მრავალფეროვანი და ბალანსირებული გემო, მაღალი მაგრამ არა ზედმეტი ცეცხლი, კლასიკური კლდოვანი მელოდია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.