ლაო ცუნ შუი სიან

ულუნი „შუი სიან ძველი ბუჩქი“ დამზადებულია 2021 წლის შემოდგომაზე, უიშანის ბუნებრივ ნაკრძალში (საშუალო ფერმენტაცია, ზომიერი ცეცხლი).

მშრალ მდგომარეობაში: მოღუნული, საშუალო ზომის მურისფერ-ყავისფერი ფოთლების ხვეულები. სურნელი ინტენსიური, პურისებრ-სანელებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი, სანებლიან-ხისებრი პურის, თხილის, ხილის და ყვავილების ნოტებით. სურნელი თბილი, სანებლიან-ხისებრი,  ტკბილი, სანელებლიან-ყვავილოვანი ცივი სურნელი. გემო მკვრივი, მოაბრეშუმო, მოტკბო, ოდნავ მწკლარტე, ხილის მსუბუქი სიმჟავით და მინერალიზაციით რომელიც იანჩასთვის დამახასიათებელია. ტოვებს ხანგძლვ წვნიან გემოს.

მოათავსეთ ჩაი ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის განკუთვნილ ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 95 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. უძლებს 7 დაყენებას.

ათბობს სხეულს და აცოცხლებს გონებას, სხნის დაღლილობას და გჩუქნით სიხარულის ლაღ წუთებს. მოეწონებათ იანჩას მოყვარულთ, ვინც  მათში აფასებს ნატიფ, ყვავილოვან შემადგენლობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.