„ოქროს გუანინინ რძიანი არომატით“ დამზადებულია სამხრეთ-ფუცზიანის ბუჩქის ცზინ გუანინის გაზაფხულის კლერტებისაგან (ბუნებრივი ნაკრძალი უიშანი). დამზადების პროცესში გამოყენებულია საშუალო ცეცხლი და ზომიერი ფერმენტაცია, იმისთვის რომ ხაზი გაესვას ბუკეტის ახალ, ყვავილოვან და ნაღების ნოტებს.
მშრალ მდგომარეობაში – მსხვილი, მოღუნული, ლილისფერ-ყვავისფერი დახვეული ფოთლების გრეხილები. სურნელი ინტენსიური, სანელებლის-ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი თბილი, მრავალმხრივი, სანელებლის-ბისკვიტის, ყვავილების, ხის და ნაღების ნოტებით. გემო რბილი, მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, მსუბუქი სიმწრით და სანელებლების ნუანსებით. სურნელი თბილი, რთული, სანელებლის-თაფლის. ბოლოში სასიამოვნო გამაგრილებელი გემო.
მოათავსეთ ჩაი ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის განკუთვნილ ფოროვანი თიხის ჩაიდანებში ან გაივანში და დაასხით 95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 7-8 დაყენებას.
მშვენიერი საცერემონიო ჩაი მკვეთრი, მრავალწახნაგოვანი გემოთი და გამათბობელი და მომადუნებელი ზემოქმედებით.