ტან ბეი ჟოუ გუი

ჩაის ფოთოლი „დარიჩინის“ ჯიშის („ჟოუ გუი, დარიჩინი ჩინური ანუ Cinnamomum cassia), გამოირჩევა წვნიანობით და ელასტიურობით, უძლებს მრავალჯეროვან დახვევას და მაღალ ცეცხლს, დამუშავების პროცესში იძენს შესანიშნავ მკვეთრ გემოს და ჯადოსნურ სურნელს. ამ ჩაის ფინალური გამოწვა შესრულებულია ტრადიციული ტექნოლოგიით, ხელით, ნაკვერჩხალზე, რაც დასახელებაში ჩანს – ტან  ბეი.

მშრალ მდგომარეობაში – მსხვილი, მჭიდროდ დახვეული ჩაის ფოთლები, მუქი-ლილის და ყავისფერ-ბორდოს ელფერის. მშრალი ჩაის სურნელი სქელი, ღრმა, სანებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, მუქი ქარვის ელფერის. მზა ჩაის ბუკეტში ისმის  ე.წ. კლასიკური უიშანის მელოდია – ცხელი, მშრალი, მაღალი ტონების ნოტები გადადის ძირითადი ტონალობის ლეღვის ნოტებში. გემო მაგარი, ზეთოვანი, რომელშიც მსუბუქი  სიმწკლარტე დრო და დრო ბადებს წვნიან სიტკბოს. სურნელი მრავალფეროვანი, დამათრობელი და ინტენსიური. ტოვებს ძალზე მდგრად, ექსპრესიულ გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსის წყალში. პროპორციები 6 გრამი 100 მლ წყალზე. დაყენებისას გამოიყენეთ ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის განკუთვნილი ისინის ჩაიდანი ან კერამიკული გაივანი სქელი კედლებით. პირველ 3-4 ჩამოსხმაზე დაყენება არაა აუცილებელი, ჩაი საკმაოდ ინტენსიურია, იხსნება მკვეთრად და თანაბრად, ინარჩუნებს გემოს და სურნელს 8 დაყენების განმავლობაში.

ტან ბეი მოეწონება ჩაის ყველა მოყვარულს არაჩვეულებრივი გემოს და ძლიერი მოქმედების გამო. სწრაფად ხსნის ნერვიულ დაძაბულობას, ამშვიდებს ტვინს, ადუნებს სხეულს. იდეალურია დილის პრაქტიკისთვის, საღამოს დასვენებისთვის და მეგობრული ურთიერთობისათვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.