უი მაო სე

„ბუსუსიანი კრაბი უიდან – არაჩვეულებრივი ულუნი, დამზადებულია ტრადიციული ტექნოლოგიით (ნახშირზე ხანგრძლივი გაცხელებით. ფოთლები დაკრეფილია სამხრეთ-ფუცზიანის ბუჩქიდან მაო სე (ბუსუსიანი კრაბი), რომელიც დარგული იყო უიშანში. დამზადების პროცესში გამოიყენება საშუალი ცეცხლი და ზომიერი ფერმენტაცია.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, ყვავილოვან-სანებლიანი, ხისებრ, თაფლის და პურის ნოტებით. გემო ზეთოვანი, მოტკბო, ოდნავ შესამჩნევი სიმჟავით, პითნის სიგრილით და სანებლების ნოტებით. არ ავლენს სიმწარეს და სიმწკლარტეს ცერემონიის მთელ მანძილზე. გაციების დროს ჭურჭლის კედლებზე ტოვებს სხვადასხვანაირი ყვავილების ნოტებს. ტოვებს ხანგძლივ გემოს.

დაყენება ჯობია ძლიერად ფერმენტირებული ულუნების ჭურჭელში 95-100 გრადუსიან მდუღარე წყალზე. პროპორციები 4-5 გრამი 120 მლ სითხეზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 8-10 წამი, შემდგომ დალიეთ ჩამოსხმით 3-4ჯერ, მერე გაადიდეთ ექსპოზიცია და მიიყვანეთ იგი 2 წუთამდე. ამის მერე შეძლებთ ჩაის კიდე 5-6 ჯერ დაყენებას. ძალიან ხარისხიანი ჩაია – ორიგინალური, მკვეთრი და ძლიერი. ზემოქმედებით – გამათბობელი, დამამშვიდებელი, სამედიტაციო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *