ფო შოუ სიუელი ვეი (ბუდას ხელი, თოვლის მსხლის სურნელი)

„თოვლის მსხლის სურნელი“ მზადდება ფო შოუ (ბუდას ხელი) ჩაის ბუჩქის გაზაფხულის ნაყარისგან. ამ ჯიშის ისტორია ჩრდილოეთის სუნის დინასტიის დროიდან იწყება. ლეგენდის თანახმად, ლომის პიკის მთის მონასტრის მორჩილმა ში ფენ იან სიმ ( იუნ ჩუნის ოლქი, ანსში, სამხრეთ ფუცძიანი) შეაჯვარა ჩაის ხე ციტრუსთან, დაამყნო რა ჩაის ყლორტი ციტრონის ხეზე, რომლის ნაყოფი გამოირჩევა უჩვეულო ფორმით,, წააგავს გაშლილ ხელისგულს. მონაზონმა მთელი თავისი სული ჩადო ამ საქმეში, დღე და ღამე ლოცულობდა და ნამყენმა იხარა. ჩაიმ „მშვილებელი მშობლისგან“ მემკვიდრეობით მიიღო ნაზი, ციტრუსის ნოტები მზა ბუკეტში და ფოთლის მსგავსი ფორმა. კანსის პერიოდის (1662-1722) ცინის დინასტიის პროზაულ ქრონიკებში მართლაც არის ნახსენები „ცნობილი ჩაი იუნ ჩუნიდან“. ჩვენ დროში კი ეს საკმაოდ პოპულარული ჩაის ჯიშია, რომელიც გავრცელებულია ფუძიანში ყველგან და ასევე კუნძულ ტაივანზე.

მშრალი სახით – მოღუნული, რუხ-ყავისფერი გრეხილებია საშუალო ზომის ფოთლებისგან. არომატი ინტენსიური, ხილის-სანელებლის, ნაყენი გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი ნატიფია, პურის-სანელებლების და ყვავილების, მერქნის, ციტრუსის ნოტებით. გემო რბილი, წვნიანი, მკვრივი, ოდნავ მთრიმლავი, მოტკბო მსუბუქი ციტრუსოვანი სიმჟავითა და „მინერალურობით“, რაც დამახასიათებელია კლდის ულუნების საუკეთესო სახეობებისთვის. არომატი ღრმა და თბილი, სანელებლიან-ყვავილოვანი, ცივი არომატით – მოტკბო, თაფლის გემოთი. წვნიანი, გამაცოცხლებელი შეგრძნებით ბოლოში.

დაყენება – 95 გრადუსიანი ცხელი წყლით ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლიერად ფერმენტიტებული ულუნებისთვის ან გაივანში. წყალთან თანაფარდობა: 5 გრ 100 მილიგრამ წყალზე. ისმევა ჩამოსხმით, ნელნელა ექსპოზიციის ზრდით. 7-8 დაყენებას უძლებს.

შესანიშნავი საცერემონიო ჩაი – ელეგანტური, მრავალწახნაგოვანი და მეტად არომატული. მოეწონებათ ნატიფი გემოსა და მდგომარეობის მოყვარულთ. ათბობს და ადუნებს სხეულს, ახალისებს აღქმას, იწვევს მსუბუქ ეუფორიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.