ცზი მუდან

„პორფირისფერი პიონი“ – „საშუალო ცეცხლის“ ულუნი, დამზადებულია ტრადიციული ტექნოლიგიით უიშანის მთებში. მშრალ მდგომარეობაში – საშუალო ზომის გრეხილებია ბორდოსფერ-ყავისფერი  და ჭაობის ფერთა ჩანართით. მშრალი ჩაის სურნელი თბილი, ტკბილი, პურის. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ყვავილოვანი, პურისებრი, ხის და კენკრის ნოტებით. გემო მკვრივი, წვნიანი, ზეთოვანი, მოტკბო, იდნავი სიმჟავით. სურნელი ნაზი, ყვავილების და ვანილის ნოტებით. ტოვებს სასიამოვნო გამახალისებელ გემოს.

დააყენეთ 95-100 გრადუსის მდუღარე წყალში. მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში, რომელიც გათვლილია ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის, ან კერამიკულ გაივანში, ჩაყარეთ 5 გრ ჩაი და დაასხით 120 მლ წყალი. მეათე წამიდან ნელ-ნელა მიიყვანეთ დაყენების დრო 2 წუთამდე, უძლებს 6-7 დაყენებას.

ორიგინალური ჩაი რბილი გემოთი და მედიტატიური ზემოქმედებით. კარგად ათბობს და ადუნებს სხეულს, ამსუბუქებს გონებას და აცოცხლებს აღთქმას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *