ულენი „ცი ლან“ („მშვენიერი ორქიდეა“)
მშრალ მდგომარეობაში: ჩაის ფოთლების მსხვილი, ბორდოსფერ-ყავისფერი გრეხილები. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, თეთრი ყურძნის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი და მკვეთრი, სანელებელ-ყვავილოვანი, ხის, ციტრუსების და კენკრის ნოტებით. სურნელი ნაზი, მაღალი, ყვავილოვანი. გემო წვნიანი და ტკბილი, მკვრივი, ოდნავ მწკლარტე, კენკრის სიმჟავით, სანელებლების ნუანსებით, ტოვებს გრძელ გამაგრილებელ გემოს.
მოათავსეთ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 80-90 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 5 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 6-7 დაყენების განმავლობაში.
ძალიან სასიამოვნო, ყვავილოვანი დანცუნი: მრავალფეროვანი, საკმაოდ რბილი და ძალიან პოზიტიური.