ცძინ ფო და ჰუნ ფაო (დიდი წითელი ხალათი „ოქროს ბუდა“)

„დიდი წითელი ხალათი“ მზადდება ცძინ ფოს ჩაის ბუჩქის გაზაფხულის ნაყარისგან. პირველად „ცძინ ფო ჩა“ ან „ოქროს ბუდას ჩაი“, რომელსაც ამზადებდნენ ბაი იუნ ანის მონაზვნები (თეთრი ღრუბლების საყუდარი) მოხსენიებულია სუნის დინასტიის ქრონიკებში. ჩვენს დროში ეს ჯიში აღადგინეს კლონირების მეთოდით რეგიოანლურ სამეცნეირო-კვლევით ინსტიტუტში ყლორტებისგან, რომლებიც ფო ჩჟუ დუნის მღვიმესთან (ბუდას სავანე) მზარდი დედა ბუჩქებიდან აიღეს. 1996 წელს ამ ჯიშმა აღიარება მოიპოვა ადგილობრივ დონეზე, შემდგომ კი რამოდენიმე წლის განმავლობაში იმარჯვებდა ჩაის კონკურსებში.

დამზადების პროცესში ფოთოლი ღრმა ფერმენტაციით მუშავდებოდა და გადიოდა ხანგრძლივ გახურებას შედარებით მაღალ ტემპერატურაზე.

მშრალი სახით – მოღუნული, ყავისფერი გრეხილები საშუალო ზომის ფოთლებისგან. არომატი ინტენსიური, თბილი, სანელებლიანი. ნაყენი გამჭვირვალე, მუქი ქარვსიფერი.

ჩაის მზა ბუკეტი მკვეთრი, პურის-სანელებლი, ყვავილების,მერქნის, კენკრის და ნაღების ნოტებით. გემო წვნიანი, მკვრივი, ზეთოვანი, მოტკბო, მსუბუქი ცეცხლოვანი სიცხარით, მშრალი კენკრის სიმჟავით და უიშანის ულუნებისთვის დამახასიათებელი „მინერალური“ ტექსტურით. არომატი სქელი, ღრმა და თბილი, სანელებლიან-ყვავილოვანი. წვნიანი, ხანგრძლივი გემოს დატოვებით.

დაყენება – ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლიერ ფერმენტირებული ულუნებისთვის ან გაივანში 95 გრადუსიანი ცხელი წყლით. დაყენების თანაფარდობა წყალთან: 5გრ 100მლ-ზე. სვამენ გადმოსხმით, თანდათან ექსპოზიცცის ზრდით. 7 დაყენებას უძლებს.

შესანიშნავი ნიმუშია „მაღალი ცეცხლის“ – მკვეთრი, ძლიერი და მრავაწახნაგოვანი. იწვევს გათბობას, მოდუნებას, აქვს მედიტატიური ეფექტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.