ხუან დან

„ყვითელი განთიადი“ – საშუალოდ ფერმენტირებული ულენი,  მომზადებულია ზომიერ  ცეცხლზე. დამზადებულია უიშანის ნაკრძალში, ტრადიციული ტექნოლოგიის მიხედვით – ნახშირზე ხანგრძლივი გახურებით. ნედლეულის სახით გამოიყენება მე-19 საუკუნიდან ცნობილი ანსის პროვინციაში მოყვანილი ჩაის ფოთლები, ტე გუანინის სახეობის მონათესაო ჩაის ჯიში, რომელიც გამოირჩევა ელასტიკური ფოთლებით და ყვავილ ოსმანტუსის მსგავსი სურნელით. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში არაერთხელ გაუმარჯვია კონკურსებში და მეზობელ რეგიონებშიც გავრცელდა.

მშრალ მდგომარეობაში – საშუალო ზომის დაგრეხილი მუქი ყავისფერი ფოთლები და ფოთლების ფრაგმენტები. ნაყენი გამჭვირვალე, ველური თხილის ნოტებით.
გემო ძლიერი, რბილი, ტანინის და სიმწრის გარეშე. სურნელი თბილი, ყვავილოვანი. ტოვებს წვნიან და მდგრად გემოს.

დააყენეთ 95-100 გრადუსის ცხელი წყლით, პროპორციები 6 გრამი 120 მლ წყალზე. დაყენება სჯობს ფორისებრ თიხის ჩაიდანში რომელიც ძლიერად ფერმენტირებული უკუნებისთვისაა განკუთვნილი ან გაივანში. ექსპოზიცია 10 წამში დაიწყეთ და ნელ-ნელა აიყვანეთ 2 წუთამდე. უძლებს 6-7 დაყენებას.

ორიგინალური ჩაია ყოველდღიური მიღებისთვის. მოქმედება რბილად მასტიმულირებელი, სხეულს ენერგიით ავსებს, ბადებს დადებით ემოციებს, სტიმულს აძლევს გონებას და ფანტაზიას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *