ჰუან მეიგუი ჰუა სიან (ყვითელი ვარდი, ყვავილოვანი სურნელი)

„ყვითელი ვარდი – ყვავილის სურნელი“ დამზადებულია ჰუან მეიგუის ჩაის ბუჩქის გაზაფხულის კლერტებისაგან. ეს შედარებით ახალი ჯიში გამოიყვანეს რეგიონალურ სამეცნიერო  – კვლევით ინსტიტუტში 1998 წელს, და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ამ სახეობამ წარმატებით გაიარა გამოცდები, და რიგი მაჩვენებლების მიხედვით გაუსწრო ასეთ ჩემპიონებს როგორიცაა შუისიან და ჟოუგუი. ყვითელ ვარდს არ ეშინია სიცივისა და ყველაზე ადრე იყრის პირველ ყლორტებს, კარგად უძლებს გვალვას და მავნე მწერებს. ამიტომ 2002 წლიდან ამ ჩაის აქტიურად ზრდიან უიშანის ნაკრძალის ჩაის მეურნეობაში.

დაიკრიფა 2017 წლის მაისში, ქ. ჰუნბეიში ჩატარდა სამჯერ: ორჯერ ზაფხულში და მესამედ 2017 წლის შემოდგომაზე. დამზადების პროცესში ფოთლის მიმართ გამოყენებული იყო ზომიერი ფერმენტაცია და საშუალო ცეცხლი. არანაირი დამატებითი არომატიზატორი არ იყო გამოყენებული.

მშრალ მდგომარეობაში: დაგრეხილი ყავისფერი დახვეული საშუალო ზომების ფოთლები. სურნელი ინტენსიური, თბილი, პურისებრ-სანებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, ოქროსფერი ნუშის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, პურის-სანელებლის, ყვავილების და ხის ნოტებით. გემო მკვრივი, წვნიანი, ზეთოვანი, მოტკბო, სანელებლების ნიუანსებით. სურნელი თბილი, სანელებლიან-ყვავილოვანი. სასიამოვნოდ გამაგრილებელი ბოლოში.

მოათავსეთ ჩაი ძლიერად ფერმენტირებული ულუნებისთვის განკუთვნილ ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 95 გრადუსიანი ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზოცია. უძლებს 6-7 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი ყველანაირი სიტუაციისა და განწყობისა – დასაყენებლად იოლი, რბილი და მსუბუქი. მშვენიერია საღამოს მომადუნებელი ჩაის სმისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *