„ემაის მთის ყვითელი კვირტები: – ახალი, ორიგინალური ჩაის სახეობა, რომლის დამზადებაში გამოყენებულია „ყვითელი დაქანცვის“ ტექნოლოგიის ელემენტები. დამზადებულია ემეიშანის მთებში (სიჩუანის პროვინცია) ფერმერილ მეურნეობაში 2022 წლის მარტის დასაწყისში.
მშრალ მდგომარეობაში – მწვანე კვირტების წვრილი ნემსები. მშრალი ჩაის სურნელი ნაზი, ბალახისებრი, თხილის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ღია ოქროსფერ-მომწვანო ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი მსუბუქი, ბალახისებრ-ყვავილოვანი, ბისკვიტის და მოხალული წაბლის ნოტებით. სურნელი ნაზი, ხიბლიანი, ბალახისებ-თხილისებრი. გემო რბილი, ზეთოვანი, მოტკბო, კენკრის ოდნავი სიმჟავით. ტოვებს ხანგრძლივ გემოს.
მოათავსეთ ფაიფურის გაივანში და დაასხით 75-80 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 3-4 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 6-8 წამი. შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 5-6 დაყენებას.
მოქმედება გამაგრილებელი, მომადუნებელი, სამედიცატიო