ანსი ეშენ ტიან ჩა

ანსი ეშენ ტიან ჩა ანუ „ველური ტკბილი ჩაი ანსიდან – ერთერთი არა ჩაისებრი ჩაია, რომელიც ჩინეთში ტრადიციულად გამოიყენება როგორც გამაჯანსაღებელი სასმელი. ველური ტკბილი ჩაი მზადდება მარადწმვანე მცენარის ნორჩი ფოთლებისგან. მცენარის ბოტანიკური სახელია Lithocarpus Polystachys Rehd. ეს სულ სხვა ბოტანიკური სახეობაა, რომელიც გენეტიკურად არა არის ჩაის ოჯახთან Theaceae-თან კავშირში, თუმცაღა მისი ფოთლებისგან დამზადებული სასმელის მიღების წესი ისეთივეა როგორიც ჩვეულებრივი ჩაისა.  ხე რომელიც იზრდება სიპინის, ჩანკენის, სიანჰუას და პენლაის ოლქების (ანსის რეგიონი) ვიტამინების (С, Е, В, А), მიკროელემენტების (რკინა, თუთია, სელენი, კალციუმი და სხვ.) და სხვადასხვა  ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი ამინომჟავების და ფლავონოიდების წყაროა. უძველესი დროიდან ადგილობრივი მოსახლეობა კრეფდა და ამუშავებდა ამ მცენარის ფოთლებს. აღსანიშნავია, რომ ფოთლებს ბუნებრივი სიტკბო ახასიათებთ: ფოთლების დამუშავებისას არანაირ დამატებით შაქარს ან დამატკბობელ საშუალებას არ ამატებენ.

სასმელად დაყენებული ჩაი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, ტრადიციულად იყენებენ როგორც „ტკბილ წამალს“. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა რომ ანსი ეშენ ტიან ჩა-ს სამკურნალო თვისებები გააჩნია და ჩინურ მედიცინაში რეკომენდირებულია როგორც სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ძალის მიმცემი, შარდმდენი, ღვიძლის და თირკმლების გამწმენდი საშუალება, ასევე გულის და სისხლ-ძარღვების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ართრიტის, კიბოს და სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური საშუალება.

საინტერესო ფაქტი. სოფელ სიუფენის 1280 მკვიდრთა შორის ბევრი ასწლოვანია. აქაური მოხუცები თავის ასაკზე ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან და აგრძელებენ მძიმე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებას. ყველა მათგანს „ველურ ტკბილ ჩაის“ სმა ჩვევად აქვთ.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ბორდოსფერ-ყავისფერი ხვეული ფოთლები წვრილი ყვითელი ყუნწებით და მათი ფრაგმენტები. სურნელი ინტენსიური, ხილისებრ-სანელებლიანი ბისკიტის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის მკვეთრი ელფერით.

მზა სასმელის ბუკეტი მრავალფეროვანი, შენელებული ხილის, თაფლის და ბისკვიტის ნოტებით. სურნელი თბილი, ხილის-ყვავილების. გემო რბილი, გლუვი და ტკბილი, კენკრის მსუბუქი სიმჟავით და ძირტკბილას მოტკბო ხანგრძლივი გემოთი.

დაყენების წესი. მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ბალახოვანი ჩაისთვის განკუთვნილ ჩაიდანში. დაასხით 100მლ  90-95 გრადუსის ცხელი წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. უძლებს 6-7 დაყენებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *