გაბა დალი ჰუნ ჩა (გაბა წითელი ჩაი დალიდან)

 

დამზადებულია იუანანის პროვინციის ჩრდილოეთ-დასავლეთში იანანი და ე-ს ფოთლებისგან და კვირტებისაგან (იუნანის მსხვილფოთლოვანი ჩაის მცენარის სახეობა) ვაკუუმური ფერმენტაციის ტექნოლოგიით, 2021 მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, მოწითალო-ყავისფერი ფოთლების და ჟღალი კვირტების ხვეულები. სურნელი ღრმა, სანელებლ-მერქნის, ხილის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, თხილის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, თბილი, ხილისებრ-ხისებრი სანელებლების, თაფლის, კარამელის და კენკრის ნოტებით. სურნელი თბილი, ღრმა, ხილის-თაფლის. გემო წვნიანი, მკვრივი, მოტკბო, ოდნავი ხისებრი სიმწკლარტით, კენკრის სიმჟავით და სანელებლების მსუბუქი ნიუანსებით. ტოვებს წვნიან გამაგრილებელ გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 6-8 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 10 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანია ყოველდღიური თუ ცერემონიალური ჩაის დალევისთვის. ათბობს და ამხნევებს, ადიდებს ყურადღების კონცენტრაციას, ააქტიურებს შემოქმედებით აზროვნებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *