დიან ჰუნ ლო, იუნანის წითელი კულულები

დამზადებულია ლინცანის ოლქის ფენცინის რაიონის მცირე ფერმერულ მეურნეობაში.

მშრალ მდგომარეობაში: დახვეული ფოთლების წვრილი, მორუხო-ყავისფერი ბურთულები. სურნელი თავშეკავებული, ხილის-სანელებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი და თბილი, ხილისებრ-სანელებლიანი, ხის, ბისკვიტის და ციტრუსის ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი, დამამშვიდებელი. გემო წვნიანი, მკვრივი, მოაბრეშუმო, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, ციტრუსის გამაგრილებელი სიმჟავით და სანელებლების მსუბუქი ნიუანსებით. ტოვებს ხანგძლივ და წვნიან გემოს.

დააყენეთ გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 4 გრ ჩია 100 მლ ცხელ (95 გრადუსის) წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 8-9 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი ყოველდღიური ჩაის სმისთვის – მკვეთრი მდიდარი გემო, გამათბობელი, რბილად მატონიზირებელი მოქმედებით. დაბალ კონცენტრაციაში მშვენიერია საღამოს მომადუნებელი ჩაის სმისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.