დიან ჰუნ შაიგან ჰუნ ჩა, (ნედლეული 2018, პრესი 2018), 100 გ

ცნობილი იუნანნანის „დიანჰუნ“ დაპრესილია 2017 წლის მოსავალის მაო ჩა-დან სპეციალური დაკვეთით აილაოშანის მთისწინეთში (ოლქი პუერ, რაიონი ნინიერ). საბოლოო გაშრობა მოხდა ბუნებრივი მეთოდით, ღია ცის და მზის ქვეშ.

100-გრამიანი საშუალო სიმკვრივის ბლითი, იოლად იშლება თითებით მუქ-ყავისფერ ფოთლების ხვეულებად და ჟღალ კლერტებად. არომატი ინტენსიური, ხილის-სანებლიანი. ნაყენი გამჭირვალე, ტყის თხილის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, თბილი, სანელებლიან-ხის, თაფლის, პურის და ხილის ნოტებით. არომატი სქელი და ღრმა, ხილის-სანელებლიანი. გემო წვნიანი, მკვრივი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო,  ციტრუსის მსუბუქი სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით. ტოვებს წვნიან გამაგრილებელ გემოს.

დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანია ყოველდღიური ჩაის სმისთვის – კაშკაშა, წვნიანი და ძალიან არომატული. მოქმედება გამათბობელი, მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *