იუნან შაიჰუნ

იუნანის პროვინციის წითელი ჩაი. დამუშავების თავისებურებას წარმოადგენს, ფინალურ ეტაპზე, ჩაის ბუნებრივი გაშრობა სუფთა ჰაერზე და მზეზე.

მშრალ მდგომარეობაში: მსხვილი, წითელ-ყავისფერი, დახვეული ფოთლები და ჟღალი კვირტები. სურნელი ინტენსიური, ხილისებრი თაფლის ნოტებით. ნაყენი გამჭირვალე, მოწითალო-წაბლისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, ხილისებრ-ხისებრი თაფლის და ყვავილების ნოტებით. სურნელი ინტენსიური, თბილი, ხილის და თაფლის. გემო მკვრივი, წვნიანი, მოტკბო, ონდავ მწკლარტე, ლიმონის სიმჟავით. ტოვებს გამაგრილებელ გემოს.

მოათავსეთ ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან გაივანში და დაასხით 95 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 6-7 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 15-20 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, დრო საჭიროებისამებრ გაადიდეთ. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 6-7 დაყენების განმავლობაში.

მშვენიერი არჩევანი ყოველდღიურად ჩაის სმისთვის: მკვეთრი, გამამხნევებელი და მეტად სურნელოვანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.