„წითელი ჩაი ნანცზიანიდან“ ფუცზიანის პროვინციიდან. დამუშავებულია ორიგინალური ტექნოლოგიით შაქრის ლერწმის მცირედი დამატებით.
მშრალ მდგომარეობაში: ჩაის ფოთლების საშუალო ზომის წვრილი შავ-ყავისფერი ხვეულები. სურნელი ინტენსიური, ხილისებრ-ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, მოწითალო-წაბლის ელფერის.
მზა ჩაის ბუკეტი თბილი და მკვეთრი, ხილისებრ-სანელებლიანი ბისკვიტის და თაფლის ნოტებით. სურნელი სქელი და ღრმა, ხილის-ბისკვიტის. გემო მკვეთრი, წვნიანი, აშკარად ტკბილი, მსუბუქად მთრიმლავი, ოდნავ სანელებლიანი, ხილის მსუბუქი სიმჟავით. ტოვებს გამამხნევებელ ხავერდოვან გემოს.
დაყენების წესი: მოათავსეთ 5 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში და დაასხით 100 მლ ცხელი (95 გრადუსის) წყალი. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს გემოს და სურნელს 8 დაყენების განმავლობაში.
მოქმედება გამათმომებელი, ზომიერად მატონიზირებელი, დაბალ კონცენტრაციაში – მომადუნებელი.