სიანბინ ეშენ ხუნ ჩა

იუნანის გუნფუჰუნ „სიანბინ“ (შამპანიური) – საინტერესო და იშვიათი სახეობაა, რომელსაც იუნანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთში, კერძოდ ლინცანის ოლქის ფენცინის რაიონში ამზადებენ. მზადდება იგი ველურად მზარდი მუშუჩას (დედა მცენარე) ფენცინ და ე (ფენცინის მსხვილფოთლებიანი სახეობა) პირველი ფოთლებისა და კვირტებისაგან. ამუშავებენ წითელი ჩაისთვის მახასიათებელი და სტანდარტული ტექნოლოგიით, მაგრამ განსაკუთრებული გულმოდგინებით. მზა ჩაი ბაზარზე იშვიათად გხვდება. რადგან მზადდება ადგილობრივი ადმინისტრაციის დაკვეთით, სხვადასხვა დონის ოფიციალურ ცერემონიებზე მისართმევ საჩუქრად. ჩინეთის გარეთ ცნობილია როგორც „დუნგან სიანბინ“ ანუ აღმოსავლური შამპანიური.

მშრალ მდგომარეობაში: წვრილი, ლილისფერი-ყავისფერი ფოთლების ხვეულები. სურნელი ღრმა, ხილისებრ-ხისებრი. ნაყენი გამჭირვალე, თაფლის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი დელიკატური, მრავალფეროვანი, ხილისებრ-ხისებრი, თაფლის, სანელებლების და ციტრუსის ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი. გემო ნაზი, მოცულობითი, მოაბრეშუმო, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, ციტრუსის ოდნავი სიმჟავით. მშვენიერი, გამაგრილებელი გემოთი ბოლოში.

დააყენეთ ცხელ (95 გრადუსი) წყალში გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. დაყენების პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 9-10 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანია საზეიმო შემთხვევებისა თუ განსაკუთრებული ჩაის განწყობისთვის – ნატიფი, მკვეთრი და მრავალწახნაგოვანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.