სიაო ჩჟუნ არის 2018 წლის გაზაფხულის მოსავლის ცნობილი ფუცზიანის წითელი ჩაი.
მშრალი სახით: ჩაის ფოთლების დაპრესილი 100 გრამიანი ფილა (12 სეგმენტი). არომატი – თბილი, ხილისა და ბისკვიტის ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, მოწითალო-მოწაბლისფრო.
დამზადებული ჩაის ბუკეტი – თბილი, მოტკბო-მოტყეო, ხილის, პურისა და შემოდგომის ნოტებით. არომატი – მკვრივი და თბილი, ხილისა და სანელებლების ელფერით. გემო – წვნიანი, მოტკბო, ხილის სიმჟავითა და ტყის სურნელით. აქვს სასიამოვნო, გამაგრილებელი ეფექტი.
ამ ჩაის დაყენება საჭიროა 95-100 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, ჩაიდანში ან თერმოსში. შეზავების პროპორცია : 8 გრამი (1 სეგმენტი) 200 მილილიტრ წყალთან. პირველად, ნაყენი გააჩერეთ 1-2 წუთი, შემდეგ კი შეგიძლიათ იგი გახსნათ კიდევ 2-3 ჯერ. იდეალურია თერმოსში დასაყენებლად.
ძალიან კარგი არჩევანია ჩაის სწრაფი ცერემონიებისთვის, ან ლაშქრობაში წასაღებად. ათბობს და კარგად ატონიზირებს.