სიაო ჯუნ “ბ” ( ” ლაპსანგ სუშონგ”)

დაყენების ტემპერატურა: 95-100°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-9

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ხილიან-პურიანი, ქლიავის, ჯონჯოფილის ნამცხვრისა და საფუარიანი ბულკების ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: უიშანი

ფორმა: ფხვიერი

წითელი ჩაის ერთერთი უძველესი ჯიში. ამ ჯიშის ტექნოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს ხანგძლივი შებოლვა და ფიჭვის ნაკვერჩხალზე ხანგრძლივი გახურება; ამ პროცესის დროს ფოთოლი იჟღინთება ფიჭვის ზეთოვანი არომატით, რამაც განაპირობა მისი პირველი სახელი „ძველი ფიჭვი – იშვიათი ჯიში“ (ლაო სუნ სიაო ჩჟუნ) სწორედ ეს ჩაი მოეწონათ ევროპელებს განსაკუთრებით, რამაც განაპირობა მეჩაიეობის მომავალი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ევროპელები ამ ჩაის ლაპსან სუშონგის სახელით იცნობენ, რადგან ინგლისელებს ასე ესმოდათ ჩინური სახელი ლაო სონგ ჰიაო და ინგლისურ ლიტერაციაში ის Lapsang Souchong იწერება. ამ ჩაის პოპულარობამ და მოთხოვნის ზრდამ წარმოების მცირე მოცულობის ფონზე, გამოიწვია ანალოგიური პროდუქციის წარმოების ზრდა მეზობელ რეგიონებში. იმისთვის რომ, სწორედ ის ჩაი განასხვაონ ანალოგებისაგან, მეწარმეები მას ჩჟენ შან სიაო ჩჟუნ ანუ იშვიათი ჯიშს სწორი მთებიდან უწოდებენ. და მის არა-აუთენტურ ანალოგებს, უბრალოდ სიაო ჩჟუნ ანუ იშვიათ ჯიშს უწოდებენ. სიაო ჩჟუნ „ბ“ დამზადებულია 2019 წლის შემოდგომას უიშანის მთებში გამარტივებული ტექნოლოგიით.

მშრალი სახით – მოშავო-მოყავისფრო ფოთლების საშუალო ზომის კვანძები. არომატი: თბილი, სანელებლებიანი, ხილისა და პურის ნოტებით. ნაყენი: გამჭვირვალე, მოწითალო-მოყავისფრო.

გამზადებული ჩაის ბუკეტი: თბილი, ხილიან-პურიანი, ქლიავის, ჯონჯოფილის ნამცხვრისა და საფუარიანი ბულკების ნოტებით. გემო: რბილი, ხავეროვანი, ასკილის წვნიანი სიმჟავითა და მოხალული ხილის ნიუანსებით. არომატი: ნაზი, თაფლისფერი. სასიამოვნო, რბილი გემო – დალევის შემდე

დაყენება ხდება ცხელი წყლით (95 -100 °C) გაივანიში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროდუქტის პროპორცია წყალთან: 5 -6 გ 100 მლ. დალიეთ დაღვრით, ექსპოზიციის თანდათანობითი გაზრდით. გაუძლებს 8-9 დაყენებას

შესანიშნავი არჩევანი ყოველდღიური ჩაის ცერემონიებისთვის – მარტივი და კლასიკური „წითელი“ გემო. ზემოქმედება: ათბობს, რბილად ასტიმულირებს, სუსტი კონცენტრაციისას – ადუნებს.

1 კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *