უდან ულუნ ხუნ ჩა

დამზადებულია 2023 წლის გაზაფხულზე ულუნის კლერტებისაგან წითელი ჩაის ტექნოლოგიით.

მშრალ მდგომარეობაში: ჩაის კვირტების მუქი-ყავისფერი წვრილი, პატარა ხვეულები. სურნელი ინტენსიური, ხილის. ნაყენი გამჭირვალე, ქარვისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, ხილისებრ-ყვავილოვანი, ხის და ბისკვიტის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, ხილისებრ-ყვავილოვანი. ხანგძლივი გამამხნევებელი გემო რბილი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, ხილის მსუბუქი სიმჟავით.

დაყენების წესი: მოათავსეთ 5-6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში, დაასხით 100 მლ ცხელი 95 გრადუსიანი წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ 5-7 წამიანი ექსპოზიციით მიიყვანეთ დრო 2 წუთამდე. უძლებს 5 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი საღამოს მომადუნებელი ჩაის სმისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *