უანანის წითელი „ველური ჩაი“ ფენცინის ოლქიდან (ლინციანის რაიონი)
მშრალ მდგომარებოაში: გრძელი, მოწითალო-მოყავისფრო დახვეული ფოთლების და წვრილი ყუნწების გრეხილები. სურნელი სქელი, ხის-კენკრის. ნაყენი გამჭირვალე, თხილის ელფერის.
მზა ბუკეტის ჩაი დახვეწილი, თბილი, მრავალფეროვანი, ხის-კენკრის, თაფლის, ყვავილოვანი, სანელებლიანი და ციტრუსების ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი, ყვავილოვან-კენკრისებრი. გემო თხელი, მოცულობითი, აბრეშუმისებრი, ოდნავ მწკლარტე, მოტკბო, ციტრუსის ოდანვი სიმჟავით და სანელებლების ნუანსებით. გამამხნევებელია და ტოვებს წვნიან გემოს.
დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 10 დაყენებას.
მშვენიერი არჩევანი საზეიმო შემთხვევისთვის ან განსაკუთრებული ჩაის განწყობისთვის – დახვეწილი, მკვეთრი და მრავალფეროვანი.