მშრალ მდგომარეობაში: ღერძის ირგვლივ გადაგრეხილი ფოთლების საშუალო ზომის მუქი ყავისფერი ხვეულები. სურნელი ინტენსიური, თაფლიან-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, ქარვიფერი.
მზა ჩაის ბუკეტი თბილი, თაფლიან-ყვავილოვანი ხილის, ხის და ბისკვიტის ნოტებით. სურნელი ნაზი, თაფლიან-ყვავილოვანი. ხანგძლივი გემო მკვრივი, აბრეშუმისებრი და ტკბილი, ხილის სიმჟავით.
დაყენების წესი: მოათავსეთ 6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში. დაასხით 100 მლ ცხელი 95 გრადუსის წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 15 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. ინარჩუნებს სურნელს და გემოს 6 დაყენების განმავლობაში.
მშვენიერი არჩევანი საღამოს ჩაის სმისთვის.