ჩჯენ შან სიან ჩჯუნ “511”, (“ლაპსანგ სუშონგ”)

დაყენების ტემპერატურა: 90-95°C

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-9

ჩაის რაოდენობა: 5-6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: კენკრის, ჯანჯაფილის ნამცხვრის და ღვიის წიწვის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: უიშანი

ფორმა: ფხვიერი

წითელი ჩაის ერთერთი უძველესი ნაირსახეობა. მისი დამზადების მახასიათებელი ნიშანია ფიჭვის ნაკვერჩხალზე ხანგძლივი გაშრობა, რომლის დროსაც ჩაი იჟღინთება ფიჭვის არომატით და კვამლით. პირველად ეს ჩაი დაამზადეს ტუნმუგუანის რაიონში (უიშანის ოლქი, პროვინცია ფუცზიანი), სადაც მიიღო თავისი პირველი სახელი „ლაო სუნ სიაო ჩჟუო“, რაც ნიშნავს „ძველი ფიჭვი – იშვიათი ჯიში“.  სწორედ ის მოერგო ევროპელების გემოს, რამაც საბოლოო ჯამში, ჩაის საქმის განვითარება განაპირობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში. მაგრამ ევროპაში ეს ჯიში ცნობილია როგორც „ლაპსანგ სუშონგი“ (ინგლისური ტრანსლიტერაცია Lapsang Souchong) – ასე ესმით ინგლისელებს ჩინური “Lao Song Xiao Zhong”.  „511“ 2020 წლის მოსავალი დამზადებულია ბუნებრივი ნაკრძალის ტუნმუგუანის ტერიტორიაზე სიაო ჩჟუნის ჩაის ბუჩქის შემოდგომის ყლორტისაგან.

მშრალ მდგომარეობაში –  წვრილი, შავ-ყავისფერი ფოთლების მოხდენილი ხვეულები. არომატი თბილი, სანელებლის-კენკრის. ნაყენი გამჭირვალე, მოწაბლისფრო.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი, თბილი, მერქნის-კენკრის, ჯანჯაფილის ნამცხვრის და ღვიის წიწვის ნოტებით. გემო წვნიანი, საკმაოდ თხელი, აბრეშუმისებრი, სასიამოვნოდ მწკლარტე, მოტკბო, მსუბუქი სიმჟავით. არომატი ინტენსიური, თბილი, ბისკვიტს და კენკრის. ტოვებს ქორფა წვნიან შეგრძნებას.

დააყენეთ 95 გრადუსის ცხელ წყალში წითელი ჩაებისთვის განკუთვნილ პორფირის ფერი თიხის ჩაიდანში. პროპორციები: 5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 9 დაყენებას. მშვენიერი არჩევანი ცივი და ნესტიანი ამინდისთვის, მინორული განწყობისა და გაუთავებელი ზამთრის საღამოებისთვის – მკვეთრი, ემოციური, გამათბობელი ჩაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *