ცზინ ლო (ოქროს კულულები)

წითელი ჩაი იუნანის პროვინციიდან, 2022 წლის ზამთრის მოსავალი.

მშრალ მდგომარეობაში: მცირე ზომის მკვეთრად დახვეული ბუსუსიანი ჟღალი ფერის კვირტები. სურნელი ინტენსიური, სანელებლიან-ბისკვიტის. ნაყენი გამჭირვალე, ქარვის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მკვეთრი და მრავალფეროვანი, სანელებლიან-ხისებრი, ყვავილების, ბისკვიტის, ხილის და შემოდგომის ნოტებით. სურნელი სქელი და თბილი, ხილის-ბისტკვის. გემო მკვრივი, მოაბრეშუმო, მოტკბო, სანებლიანი, ოდნავ მწკლარტე, კენკრის მსუბუქი სიმჟავით და მსუბუქი სიმწარით. ხანგძლივად ტოვებს წვნიან გემოს.

მოათავსეთ ჩაი ფაიფურის გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში და დაასხით 95 გრადუსის ცხელი წყალი. პროპორციები: 4-5 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე 8-10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით ექსპოზიციის თანდათან გადიდებით. უძლებს 10 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი საცერემონიო ჩაის სმისთვის – მკვეთრი, ძლიერი, მრავალფეროვანი. მოქმედება გამათბობელი, მატონიზირებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.