ციმენ ჰუნ ჩა

დაყენების ტემპერატურა: 95-100°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 6-7

ჩაის რაოდენობა: 3-4 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: პურის, წიწვის, სანელებლების, თაფლისა და კენკრის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ანჰოი

ფორმა: ფხვიერი

«წითელი ჩაი ციმენის ოლქიდან» (პროვინცია ანჰოი) – ერთადერთი წითელი ჩაი, რომელმაც დაიმსახურა სახელწოდება „იმპერატორული“. ჩინეთის შემოგარენში ცნობილია, როგორც „კიმუნი“ (ტოპონიმ „ციმენის“ ინგლისურენოვანი ტრანსლიტერაცია). მისი წარმოება დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს და იყო ორიენტირებული ინგლისში, ევროპასა და რუსეთში ექსპორტზე. 1915 წელს, ჩაის მსოფლიო გამოფენაზე, რომელიც ჩატარდა პანამაში, მიენიჭა საპატიო ოქროს მედალი. ამის შემდეგ, ის არაერთხელ გამხდარა ნაციონალური კონკურსების ლიდერი და უმაღლესი ჯილდოების მფლობელი. ზუსტად ამ ჩაის ანიჭებდა უპირატესობას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, როდესაც არჩევდნენ ძვირფას საჩუქრებს საზღვარგარეთ ქვეყნების მმართველი პირველი პირებისთვის. ჩინეთს გარეთ, კიმუნი არის მსოფლიოში 3 ყველაზე სახელგანთქმულ წითელი (შავი) ჩაითაგან ერთ-ერთია (სხვა ორი – დარდჟილინგი და ცეილონის ჩაია). ХХ საუკუნის დასაწყისში ფეხი მოიკიდა რუსეთის პლანტაციებზეც.

მშრალი სახით: მოშავო-მოყავისფრო ფოთლების პატარა, ბრჭყვიალა გრეხილები. არომატი – თბილი, თაფლის, პურისა და კენკრის ნოტებით. ნაყენი – გამჭვირვალე, ოქროსფერი ნუშისფერი. გამზადებული ჩაის

ბუკეტი – ნათელი, თბილი, პურის, წიწვის, სანელებლების, თაფლისა და კენკრის ნოტებით. არომატი – მდიდარი, თბილი, თაფლისებრი, გაცივებული ფინჯანი კედლებიდან – მოთაფლო-მოყვავილო. გემო – წვნიანი, მდიდარი, ნაზი, მოტკბო, ოდნავ ცხარე, ლიმნის წვნიანი სიმჟავით. გამაგრილებელი და ხანგრძლივი ეფექტი დალევის შემდეგ.

დააყენეთ 95 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, გეივანში, ან წითელი ჯიშებისთვის განკუთვნილ ფორიანი თიხის ჩაიდანში. წყალთან შეზავების პროპორცია : 3-4 გრამი 100 მილილიტრთან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით. უძლებს 6-7 გახსნას.

კარგი არჩევანია ჩაის ყოველდღიური ცერემონიებისთვის – გაჯერებული, ნათელი და არომატული. ზემოქმედება – ათბობს, საკმაოდ ატონიზირებს, სუსტი კონცენტრაციისას, გამოდგება საღამოთი, დამშვიდების მიზნით, დასალევად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *