«ციმენის არომატული დალალი“ – წითელი ჩაი, პროვინცია ანხოიდან. სახელგანთქმული ციხუნის ნაირსახეობა.
მშრალი სახით: დახვეული ფოთლების, მცირე ზომის, მუქი-ყავისფერი გრეხილები. არომატი – თავშეკავებული, კენკრისა და ტყის ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, მუქი ქარვისფერი.
გამზადებული ჩაის ბუკეტი – ნათელი, ციტრუსის, წიწვის, ბისკვიტის, სანელებლების, კენკრისა და ტყის ელფერით. არომატი – თბილი, სანალებლებისა და კენკრისებრი. გემო – წვნიანი, მოტკბო, ოდნავ ცხარე. დაჰკრავს ლიმნის სიმჟავე. აქვს წვნიანი, გამაგრილებელი ეფექტი დალევის შემდეგ. .
დააყენეთ 95 გრადუსამდე გაცხელებული წყლის დამატებით, გეივანში ან ფორებიანი თიხის ჩაიდანში. შეზავების პროპორცია : 3-4 გრამი 100 მილილიტრ წყალთან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათან გაზრდით.
არაჩვეულებრივი არჩევანი ყოველდღიური ჩაის ცერემონიებისთვის: ნათელი, გაჯერებული, მაცოცხლებელი.