«წითელი ჩაი ანსიდან» დამზადებულია პროვინცია ფუცზიანის სამხრეთით, გაზაფხულის ფუმფულა კვირტებისგან.
მშრალი სახით: მუქი ყავისფერი კვირტების თხელი კვანძები, დაფარული სტაფილოსფერი ფუნფულებით. არომატი – ინტენსიური, თბილი, ხილისა და სანელებლების ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, კაშკაშა მოწაბლისფრო-მოწითალო ფერის.
გამზადებული ჩაის ბუკეტი- კაშკაშა, თბილი, წიწიბურის თაფლის, ჩირის, ხილის, პურის, მწვანე ვაშლისა და ჯონჯოფილის ნამცხვრის ნოტებით. არომატი – ინტენსიური, ღრმა, ხილისა და პურისებრი. გემო – მდიდარი, გაჯერებული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ნაზი, რბილი, წვნიანი სიმჟავითა და გამაგრილებელი ეფექტით.
დააყენეთ 95-100 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, ფორიანი თიხის ჩაიდანში, გეივანში. წყალთან შეზავების პროპორცია: 5 გ, 100 მილილიტრთან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 10-11 გახსნას.
კარგი არჩევანია წელიწადის ცივ სეზონებში მისართმევად – როგორც ყოველდღიური, ასევე ცერემონიული დღეებისთვის. კაშკაშა, გაჯერებული, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ რბილი. კარგად ათბობს, ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს აღქმის უნარებს. ამიტომაც, მისი დალევა დღის მეორე ნახევარში უფროა სასურველი.