ცზინ ია დან ხუნ ჩა (იუნანის წითელი ჩაი “ოქროს კვირტი”)

დაყენების ტემპერატურა: 95-100°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-10

ჩაის რაოდენობა: 5 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ტყის, სანელებლების, ხილის, ყვავილებისა და პურის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: იუნიანი

ფორმა: ფხვიერი

მშრალი სახით: მუქი ყავისფერი ფოთლებისა და სტაფილოსფერი ფუმფულა კვირტების საშუალო ზომის კვანძები. არომატი – ღრმა, ხილისა და სანელებლების ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, წაბლისფერი

გამზადებული ჩაის ბუკეტი – კაშკაშა და თბილი, ტყის, სანელებლების, ხილის, ყვავილებისა და პურის ნოტებით. არომატი – ღრმა და თბილი, ხილისებრი. გემო – წვნიანი, მკვრივი, მოტკბო, ციტრუსის გამაგრილებელი სიმჟავით. ეფექტი – ხანგრძლივი და სასიამოვნო.

იხსნება 95 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, გეივანში ან ფორიანი თიხის ჩაიდანში. წყალში გახსნის პროპორცია: 5გ 100 მილილიტრთან. მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის გაზრდით. უძლებს 10 გახსნას.

არაჩვეულებრივი არჩევანია ყოველდღიური ჩაის ცერემონიებისთვის – ნათელი, მაცოცხლებელი და არომატული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *