«წითელი დალალები», გუიჩჟოუს პროვინციიდან. 2019 წლის გაზაფხულის მოსავალი.
მშრალი სახით: მჭიდროდ დაგრეხილი მუქი ყავისფერი კვირტების პატარა სპირალები. არომატი – ინტენსიური, ხილისა და სანელებლების ელფერით. ნაყენი – გამჭვირვალე, ქარვისფერი.
გამზადებული ჩაის ბუკეტი – კაშკაშა, თბილი, ხილის, სანელებლების, ტყის, ყვავილებისა და ციტრუსის ნოტებით. არომატი – მკვრივი და თბილი, ყვავილებისა და ხილისებრი. გემო – ძლიერი, სასიამოვნოდ ცხარე, ლიმნის სიმჟავითა და გამაგრილებელი ეფექტით.
დაყენება, სასურველია ფაიფურის გეივანში, ან ფორიანი თიხის ჩაიდანში, 95°С წყლის დამატებით. შეზავების პროპორცია: 3-4 გ 100 მილილიტრთან. პირველი გახსნისას, გააჩერეთ 6-8 წამი, შემდეგ მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 8 გახსნას.
არაჩვეულებრივი არჩევანი ყოველდღიური ჩაის ცერემონიებისთვის – კაშკაშა, ძლიერი და მაცოცხლებელი.