დამზადდა 2018 წლის გაზაფხულზე, მენდინის მთებში (პროვინცია სიჩუანი). გამზადებულ ჩაიში დამატებულია ჟასმინის ცოცხალი ყვავილები.
მშრალი სახით – ხორკლიანი კვირტებისა და ჟასმინის ყვავილების მცირე ზომის კვანძები. არომატი – გრილი, ჟასმინიანი. ნაყენი – გამჭვირვალე, მოოქროსფრო-მომწვანო.
გამზადებული ჩაის ბუკეტი ნათელი, გრილი, სანელებლების, ჟასმინისა და ბალახეულის ნოტებით. უდარდელი, მხიარული არომატი. გემო – გრილი, წვნიანი, ზეთისებრი, ლიმონგრასის სუსტი სიმჟავით. გამაგრილებელი ეფექტი დალევის შემდეგ.
დააყენეთ 80°С გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, ფაიფურის გეივანში ან ჭუჭის შურჭელში. წყალთან შეზავების პროპორცია : 2-3 გ 100 მლ-თან. მიირთვის წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 6-7 გახსნას.
მსუბუქი ჟასმინიანი ჩაი, რომელიც განკუთვნილია ყოველდღიური დალევისთვის. გამაგრილებელი, დმამშვიდებელი, რომანტიული. უძველესი ტრადიციებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ ამ ჩაის დალევა უმჯობესია ცივ, სუსხიან და ნესტიან ამინდში.