მოლი პაო სუე (ჟასმინის ფიფქები)

დაყენების ტემპერატურა: 65-75°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-9

ჩაის რაოდენობა: 3-4 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ყვავილების, ბალახეულის, ჟასმინის, მინდვრის ყვავილებისა და პიტნის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: გუანსი

ფორმა: ფხვიერი

პროვინცია გუანსის მწვანე ჩაი. არომატიზირებული ჟასმინის ცოცხალი ყვავილებით. 2019 წლის მოსავალი.

მშრალი სახით: მოვერცხლისფო-ზეითუნისფერი ჩაის კვირტები, დაფარული ოდნავი ფუმფულებით და ჟასმინის ყვავილები. არომატი – ინტენსიური, ჟასმინიანი. ნაყენი – გამჭვირვალე, მოყვითალო-მომწვანო. გამზადებული ჩაის ბუკეტი გრილი და ნათელია, ყვავილების, ბალახეულის, ჟასმინის, მინდვრის ყვავილებისა და პიტნის ნოტებით.

არომატი – მაღალი, გრილი, ნაზი და ყვავილოვანი. გემო – მდიდარი, ზეთისებრი, გრილი, პიტნის, სიგრილით, კენკრის სიმჟავითა და სანელებლების ნიუანსებით. ლიმნისა და პიტნის გამაგრილებელი ეფექტი, დალევის შემდეგ.

დააყენეთ 65-75°С გრადუსამდე გაცხელებულ წყალში, ფაიფურის გეივანში ან შუშის ჩაიდანში. წყალთან შეზავების პროპორცია : 4 გ 100 მლ-თან. პირველი დაყენებისას, გააჩერეთ 8-10 წამი, შემდეგ მიირთვით წყლის დამატებით, ექსპოზიციის თანდათანობით გაზრდით. უძლებს 8-9 დაყენებას.

არაჩვეულებრივი არჩევანი, სრულიად განსხვავებული სიტუაციებისთვის. ძალიან ნაზი, რომანტიული და დამამშვიდებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *