გაბა ალიშან ულუნ ვარდის ყვავილებით

დაყენების ტემპერატურა: 80-90°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 9-10

ჩაის რაოდენობა: 6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ბისკვიტების, ხის და კენკრის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ალიშანი

ფორმა: ფხვიერი

მაღალმთიანი ულუნი დამზადებული ალიშანის რეგიონში ვაკუუმის ფერმენტაციის ტექნოლოგიით 2020 წლის შემოდგომაზე.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ჩაის კლერტების დახვეული მურა კოშტები. სურნელი ინტენსიური, სანელებელ-ყვავილოვანი. ნაყენი გამჭირვალე, მინდვრის თაფლის ელფერის.

მზა ჩაის ბუკეტი მრავალფეროვანი, სანელებლ-ყვავილოვანი, ბისკვიტების, ხის და კენკრის ნოტებით. სურნელი ღრმა და თბილი, ხილისებრ-ყვავილოვანი. გემო გლუვი, რბილი და ტკბილი, ზეთოვანი, ხილის სიმჟავით, ტოვებს გამომაცოხცხლებელ შეგრძნებას.

დააყენეთ 80-90°С გრადუსის ცხელ წყალში ფოროვანი თიხის ჩაიდანში ან ფაიფურის გაივანში. პროპორციებო: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. პირველ ჯერზე დააყენეთ 10 წამი, შემდეგ დალიეთ ჩამოსხმით, თანდათან გაადიდეთ ექსპოზიცია. გემოს და სურნელს ინარჩუნებს 10 დაყენების განმავლობაში. კარგი არჩევანია დღის მეორე ნახევარში ემოციური განტვირთვისთვის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *