ანსი მაო სე

დაყენების ტემპერატურა: 80-85°С

დაყენების მეთოდი: დაღვრის მეთოდი ( პინ ჩა )

დაყენების რაოდენობა: 8-10

ჩაის რაოდენობა: 6 გრ 100 მლ

გემოს ნოტა: ყვავილების და ხილის ნოტებით

მწარმოებლის პროვინცია: ანსი

ფორმა: ფხვიერი

ულუნი „მაო სე“ (თმიანი კრაბი) დამზადებულია 2020 წლის შემოდგომაზე, ანსის რაიონში, ცინ სიანის ტექნილოგიით (მსუბუქი ფერმენტაცია, ზომიერი გათბობა).

მშრალ მდგომარეობაში: წვრილი, დაგრეხილი ჩაის ყლორტების მოყვითალო-მომწვანო კოშტები. არომატი ინტენსიური, სანელებლიანი და ბალახის. ნაყენი გამჭირვალე, ღია მოყვითალო-მომწვანო ფერის.

მზა ჩაის ბუკეტი ქორფა, სანელებლის და ბალახის, ყვავილების და ხილის ნოტებით. არომატი ნაზი, ბალახისებრ-ყვავილოვანი. გემო რბილი, მკვრივი, აბრეშუმისებრი, მოტკბო, ხილის მსუბუქი სიმჟავით და სანელებლების ნიუანსებით.  ტოვებს ხანგძლივ და წვნიან შეგრძნებას.

დააყენეთ 80-85 გრადუსის ცხელ წყალში ფაიფურის გაივანში ან ფორისებრი თიხის, ან სელადონის ჩაიდანში. პროპორციები: 6 გრ ჩაი 100 მლ წყალზე. დალიეთ ჩამოსხმით, ექსპოზიციის გადიდებით. უძლებს 9-10 დაყენებას. მოქმედება მსუბუქად მოსადუნებელი, გამაგრილებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *