გაბა ულუნი ალიშან შოუ გუნიდან (ხელით დამუშავებული)

„გაბა ულუმი“ (ხელით მოკრეფილი) შეიქმნა ალიშანის ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე, კუნძულ ტაივანის ცენტრალურ ნაწილში, 1350 მეტრის სიმაღლეზე. მრავალსაფეხურიანი ფერმენტაციის ტექნოლოგიით ვაკუუმის პირობებში.

მშრალ მდგომარეობაში: მცირე ზომის ყავისფერ-ლილისფერი კვანძები პაწაწინა კლერტებით. არომატი: თბილი, ხილის და ბისკვიტის. ნაყენი – გამჭვირვალე, ქარვისფერი.

მზა ჩაის ბუკეტი: თბილი, ხილით გაჯერებული, კარამელის, ბისკვიტის და თაფლის ნოტებით. გემო წვნიანი, აბრეშუმისებრი, ოდნავ სანელებლიანი, მსუბუქი სიმჟავით და მშრალი ხილის მოტკბო ნიუანსებით – იხსნება თანაბრად, და ჩაის სმის განმავლობაში ინარჩუნებს ძირითად მელოდიას. ნაზი და ტკბილი, ხილის და ყვავილების არომატით. დაყვება წვნიანი და ხალისიანი შეგრძნება.

დაყენების წესი: 95 გრადუსიანი ცხელი წყლით გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლიერ ფერმენტირებული ულუნებისთვის. მშრალი ჩაის პროპორცია წყალთან: 5გრ./100მლ. პირველი წყალი უნდა გადაიღვაროს. შემდეგ 10-12 წამიანი ექსპოზიციით ვიწყებთ და დაყენების დრო თანდათან იზრდება 3 წუთამდე, შეიძლება 9-ჯერ დაყენება.

შესანიშნავია ჩაის ცერემონიისთვის – გემრიელი, თანაბარი და ხანგრძლივი. ხსნის დაღლილობას და ნერვულ დაძაბულობას, ამშვიდებს სხეულს და ახალისებს აღქმას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *