ლიშან გაბა ულუნი

ლიშანი ან მსხლის მთა – კუნძულ ტაივანის ჩაის ერთერთი ყველაზე მაღალმთიანი რაიონია. „ლიშან გაბა ულუნი“ 1700 მეტრის სიმაღლეზე მზადდება პირველი კლასის ნედლეულისგან, მრავალსაფეხურიანი ფერმენტაციის ტექნოლოგიით ვაკუუმის პირობებში.

მშრალ მდგომარეობაში: საშუალო ზომის ყავისფერი კვანძები უმცირესი ზომის ყლორტებით. არომატი ინტენსიური, ტკბილი, თაფლ-ბისკვიტის გემოთი. ნაყენი გამჭვირვალე, ოქროსფერი ნუშის ფერით.

მზა ჩაის ბუკეტი: თბილი, მკვეთრი, ხილ-ბისკვიტის, კარამელის, სანელებლისა და ციტრუსის ნოტებით. არომატი ღრმა, თბილი და ტკბილი. გემო ფაქიზი, მოცულობითი, ოდნავ სანელებლიანი, აშკარად ტკბილი, ციტრუსის მსუბუქი  სიმჟავით. დაყვება სასიამოვნო, გამაგრილებელი შეგრძნება.

დაყენების წესი: 90-95 გრადუსიანი ცხელი წყლით გაივანში ან ფოროვანი თიხის ჩაიდანში ძლიერ ფერმენტირებული ულუნებისთვის. მშრალი ჩაის პროპორცია წყალთან: 5გრ./100მლ. პირველი წყალი უნდა გადაიღვაროს. შემდეგ 5 წამიანი ექსპოზიციით ვიწყებთ და დაყენების დრო თანდათან იზრდება 3 წუთამდე, შეიძლება 10-ჯერ დაყენება.

შესანიშნავია ჩაის ცერემონიისთვის სრულიად განსხვავებული სიტუაციებისა და განწყობისათვის. ზემოქმედებს როგორც გამათბობელი, მსუბუქი მოშვებისა  და სიმშვიდის განწყობის შემქმნელი საშუალება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *