ცზი მუდან ხუნ ჩა

წითელი ჩაი ფუცზიანის პროვინციიდან. დამზადებულია ცზინ მუდანის (ოქროს პიონი) გაზაფხულის კლერტებისაგან.

მშრალ მდგომარეობაში: ჩაის ფოთლების მუქი ყავისფერი, საშუალო ზომის წვრილი ხვეულები. სურნელი ინტენსიური, ხილისებრი. ნაყენი გამჭირვალე, ქარვიფერი.

მზა ჩაის ბუკეტი თბილი, ხილისებრ-ხისებრი, ყვავილების და სანელებლების ნოტებით. სურნელი ნაზი, ხილისებრ-ხისებრი. გემო მკვრივი და გლუვი, სრიალა, მოტკბო,  ხილის მსუბუქის სიმჟავით.

დაყენების წესი: მოათავსეთ 5-6 გრ ჩაი ფოროვანი თიხის ჩაიდანში. დაასხით 100 მლ 95 გრადუსის ცხელი წყალი. პირველ ჯერზე დააყენეთ 20 წამი, შემდეგ 10-წამიანი ექსპოზიციით მიიყვანეთ 2 წუთამდე. უძლებს კიდევ 5 დაყენებას.

მშვენიერი არჩევანი ემოციური გადატვირთვისთვის დღის მეორე ნახევარში. მოქმედება გამათმობელი, ზომიერად მატონიზერებელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *